“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი მარუან ფელაინი გუნდის დატოვებას გეგმავს. ამის შესახებ ბელგიელმა ფეხბურთელმა “წითელი ეშმაკების” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს განუცხადა.
30 წლის მოთამაშემ მანჩესტერელებთან ხელშეკრულების გახანგრძლივების რამდენიმე ვარიანტზე უარი თქვა და ახალი კლუბის ძიებაშია.
ფელაინი “მანჩესტერში” “ევერტონიდან” გადავიდა. გამოცდილი ნახევარმცველი მანჩესტერელთა ღირსებას 2013 წლიდან იცავს, თუმცა მიმდინარე სეზონში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას უჩივის - მან პრემიერლიგის 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის გატანა მოახერხა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უსმანას ლეოს ვალი ჰქონდა ))
ხომ გახსოვთ ბარსა-ლივერის ნახევარფინალი ? ხომ გახსოვთ ამ ბრიყვმა მესის ასპროცენტიანი ასისტი რომ გააფუჭა 3:0-ზე და მერე სანანებელი გაუხდათ ? ))
ასე როოომ...
აქლემის ვირუსი ვერ მოიშორა, ალბათ...