ფეხბურთი

13:25 | 9.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი პირველია, რონალდუ 49-ე

Football Observatory-მ ტოპ 5 ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები ღირებულების მიხედვით დაალაგა და ამისთვის შემდეგი ფაქტორები გაითვალისწინა: მოთამაშის ასაკი, პოზიცია, ხელშეკრულების ხანგრძლივობა, კლუბი, ეროვნული ნაკრები.

სიის სათავეში “პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელი შემტევი ნეიმარი მოექცა, რომლის ღირებულებაც, ექსპერტების აზრით, 213 მილიონი ევრო გახლავთ.

მეორე ადგილი არავის დაუთმო კატალონიის “ბარსელონას” წინახაზელმა ლიონელ მესიმ, რომელიც 202 მილიონ ევროდ იქნა შეფასებული. მას კი ჰარი კეინი მოსდევს 194,7 მილიონი ევროს ღირებულებით.

აღსანიშნავია, რომ ზემოთაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ მხოლოდ 49-ე პოზიციას დასჯერდა - მისი ღირებულება 80,4 მილიონ ევროს შეადგენს.

აქვე გთავაზობთ ათეულს:

1. ნეიმარი (“პარი სენ ჟერმენი”) - 213 მილიონი ევრო
2. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) - 202.2 მილიონი ევრო
3. ჰარი ჰეინი (“ტოტენჰემი”) – 194,7 მილიონი ევრო
4. კილიან მბაპე (“პარი სენ ჟერმენი”) – 192,5 მილიონი ევრო
5. პაულო დიბალა (“იუვენტუსი”) – 174,6 მილიონი ევრო
6. დელე ალი (“ტოტენჰემი”) – 171,3 მილიონი ევრო
7. კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”) - 167,8 მილიონი ევრო
8. რომელუ ლუკაკუ (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 164,8 მილიონი ევრო
9. ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”) – 150,2 მილიონი ევრო
10. პოლ პოგბა (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 147,5 მილიონი ევრო
...
49. კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”) – 80,4 მილიონი ევრო.

1.235037