საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე “ემპოლის” დატოვებს. როგორც გამოცემა Pianetaserieb.it-ი იტყობინება, “ემპოლის” დატოვების მთავარი კანდიდატი ქართველი თავდამსხმელია. უფრო მეტიც, ერთადერთია, რომლის გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილია.
ხსენებული გამოცემა მჭედლიძის შესაძლო ახალი გუნდის შესახებ ცნობებს არ ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში 27 წლის ფორვარდს “ბოლონიასა” და “ტრაბზონსფორს” უკავშირებდნენ, მაგრამ ფეხბურთელი ტოსკანაში დარჩა.
მჭედლიძე ამჟამად სარეაბილიტაციო კურსს გადის. გასული წლის აპრილიდან მოყოლებული არ უთამაშია, როდესაც “მილანთან” დაპირისპირების დროს ტრავმა მიიღო.