ფეხბურთი

22:17 | 8.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს დიბალა არ სჭირდება

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი თავის გუნდში პაულო დიბალას გადაბარგებას გამორიცხავს. როგორც პარიზული კლუბის პრეზიდენტმა იტალიურ მედიას უთხრა, დიბალას ყიდვა ამ ეტაპზე პსჟ-ს გეგმებს არ შეესაბამება.

“სიმართლე ისაა, რომ სერია A-ში ბევრი კარგი ფეხბურთელია და არამხოლოდ დიბალა. თუ მისი შეძენით დავინტერესდებით, “იუვენტუსს” დავუკავშირდებით. ანიელი ჩემი ძვირფასი მეგობარია, რომელთანაც აქამდეც მისაუბრია, მაგრამ არა დიბალას შესახებ. არგენტინელი ამ ეტაპზე ჩვენს გეგმებში არ ჯდება”, - აღნიშნა ალ-ხელაიფიმ.

გარდა ამისა, მან მთავარი მწვრთნელის შესაძლო ცვლილებაზეც გააკეთა კომენტარი:

“კონტე თუ ანჩელოტი? – იტალიაში ბევრ კარგ ფეხბურთელთან ერთად, ასეთივე კლუბები და მწვრთნელებია, მაგრამ ამ მომენტში ჩვენ უნაი ემერის მუშაობით სავსებით კმაყოფილები ვართ”, - დასძინა ნასერმა.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ანტონიო კონტეს მომავალს სწორედ პსჟ-ს უკავშირებენ. რაც შეეხება დიბალას, ევროპაში გრანდი არ დარჩენილა, რომელთანაც მას არ აკავშირებენ. ამჟამად “ლა ჯოია” ტრავმირებულია და 30-დან 40 დღემდე იუქმებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107928