"საბურთალომ" ახალი სეზონისთვის მზადება დღეიდან დაიწყო და შეკრებებიც დაგეგმა. როგორც კლუბის პრესსამსახური იტყობინება, გადაწყვეტილია, რომ თბილისელები თურქეთის ქალაქ სიდეში ორ მოსამზადებელ ციკლს გაივლიან.
პირველ შეკრებაზე გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 17-30 იანვრის ჩათვლით მოემზადება. დაგეგმილია ამხანაგური შეხვედრები პლოვდივის "ბოტევთან", რუმინეთის "კონკორდიასთან", ხოლო მესამე მეტოქის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
რაც შეეხება მეორე შეკრებას, 3-18 თებერვლის ჩათვლით გუნდი ამჯერადაც ქალაქ სიდეში გაემგზავრება და "სასტუმრო "სენსე"-ში დაბინავდება. თბილისელები მეორე შეკრებაზე ოთხ საკონტროლო მატჩს გამართავენ.
საბურთალოელებმა მოსამზადებელი შეკრებები გასულ წელსაც ქალაქ სიდეში გაიარეს.