ფეხბურთი

17:43 | 8.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კასანო: “ბავშვობაში შიმშილი არაერთხელ გამომიცდია”

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ანტონიო კასანომ ბავშვობაში გადატანილ მძიმე ამბებზე ისაუბრა. კასანო გაჭირვებაში გაიზარდა.

“17 წლის განმავლობაში, შიმშილი არაერთხელ გამომიცდია. დედაჩემი დამლაგებლად მუშაობდა და ძალიან მცირე თანხას იღებდა. დედამ ბევრი რამ დათმო შვილების აღზრდის სანაცვლოდ. ის არასოდეს მოსულა ჩვენთან სკოლაში, რადგან თავისი მდგომარეობისა რცხვენოდა. ბავშვობაში ფეხბურთს სანაძლეოზე ვთამაშობდი. იძულებული ვიყავი იმ გუნდს დავხმარებოდი, რომელიც მეტ ფულს გადამიხდიდა. ეს იმიტომ, რომ ოჯახში ფული შემეტანა”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105284