“ბარსელონას” ყოფილმა ვარსკვლავმა, დანიელმა მიქაელ ლაუდრუპმა ბრაზილიელი კოუტინიოს შესახებ ისაუბრა. დანიელი მიიჩნევს, რომ კოუტინიო და ანდრეს ინიესტა ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან.
“ზოგადად, ეჭვი მეპარება, რომ ინიესტა ვინმემ სრულფასოვნად შეცვალოს. ისე, კოუტინიო უფრო შემტევი სტილის ფეხბურთელია, ვიდრე ინიესტა. თავის დროზე ანდრესიც წინ მიიწევდა და ზოგჯერ თავდამსხმელად გვევლინებოდა, ასაკის მატებასთან ერთად კი, უკან ჩამოიწია და ტიპიური ნახევარმცველი გახდა. კოუტინიუს ნეიმარის პოზიციაზე ვხედავ. ვფიქრობ, ბრაზილიელი ახალწვეული “ბარსაში” ბრწყინვალედ ითამაშებს”.