კალათბურთი

11:39 | 8.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

“პორტლენდმა” “სან ანტონიო” ბოლო წამებზე დაამარცხა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.

“პორტლენდი” შინ “სან ანტონიოს” დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე 5 წამით ადრე ტეხასელები 110:109-ს იგებდნენ, თუმცა სი ჯეი მაკალუმმა ბოლო წამებზე 2-ქულიანი ჩააგდო და პორტლენდელებმა 111:110 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 30 ქულა ლამარკუს ოლდრიჯმა ჩააგდო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა (14 მოხსნა). “პორტლენდში” 25 ქულით მაკალუმი გამოირჩა. “სან ანტონიო” 27 მოგებით და 14 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა, ამავე კონფერენციაში “პორტლენდი” მეშვიდე ადგილს იკავებს.

“ფინიქსმა” საკუთარ დარბაზში “ოკლაჰომა” 114:100 დაამარცხა. რასელ უესტბრუკმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში სამმაგი დუბლი შეასრულა (26 ქულა, 11 პასი, 10 მოხსნა). “ფინიქსში” 26 ქულით დაუკეთესო დევინ ბუკერი გახლდათ. მეორე პერიოდში ფინიქსელები დაწინაურდნენ და მატჩის ბოლომდე უპირატესობას ფლობდნენ.

“მაიამი” – “იუტა” 103:102 (27:22, 22:25, 25:28, 29:27)

https://www.youtube.com/watch?v=9NAh2eq9lkM

“დალასი” – “ნიუ იორკი” 96:100 (25:33, 27:23, 19:19, 25:25)

https://www.youtube.com/watch?v=ICeMKncPqGg

“ფინიქსი” – “ოკლაჰომა” 114:100 (28:23, 34:30, 28:29, 24:18)

https://www.youtube.com/watch?v=MujbwiXChAw

“პორტლენდი” – “სან ანტონიო” 111:110 (27:27, 21:26, 32:27, 31:30)

https://www.youtube.com/watch?v=_u3rodolhFU

“ლეიკერსი” – “ატლანტა” 132:113 (29:27, 37:21, 30:32, 36:33)

https://www.youtube.com/watch?v=4ABpvZMJY5U

თეგებიNBA
0.149222