Worldsport.ge დღეს 10 წლის გახდა.
ვულოცავთ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს ვებგვერდი თუნდაც ოდნავ, მაგრამ მაინც ფასეულია.
კარგად გვესმის, რომ ისეთი ოპერატიულობით და ხარისხით ვეღარ გაწვდით ინფორმაციას, როგორც ეს თუნდაც 2-3 წლის წინ იყო და ვცდილობთ, შესაძლებლობების ფარგლებში ამის გამოსწორებას, თუმცა ბევრი ობიექტური მიზეზის გამო, ამის გაკეთება რთულია.
საერთოდაც, მარტო ჩვენ კი არა, ზოგადად სპორტულ პრესას ბოლო წლებია ძალიან უჭირს საქართველოში (ამაზე ბევრი რამ მეტყველებს). ამიტომაც, წარმატებას არა მარტო საკუთარ თავს, სპორტული პრესის სხვა წარმომადგენლებსაც ვუსურვებთ; ჩვენ მათ, მხოლოდ როგორც კონკურენტებს არ ვუყურებთ...
დიდი მადლობა ჩვენს ყველა მკითხველს ამდენი წლის განმავლობაში გვერდში დგომისთვის!!!
Worldsport.ge-ს რედაქცია







