კალათბურთი

23:42 | 7.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას მოკრძალებული შედეგი და გამარჯვება ჩემპიონთან

ესპანეთის ლიგა ენდესაში ორმატჩიანი წარუმატებელი სერია დაასრულა “სასკი ბასკონიამ”. ვიტორიელებმა მე-15 ტურის დასკვნით შეხვედრაში მოქმედ ჩემპიონ “ვალენსიასთან” დაძაბულ ბრძოლაში შეძლეს გამარჯვების მოპოვება – 78:74.

მთელი თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და გადამწყვეტი ბოლო პერიოდი გამოდგა. მასპინძლებმა დასკვნითი ათწუთეული უკეთესად ჩაატარეს და საბოლოოდ გამარჯვებაც იზეიმეს.

უცნაურია, მაგრამ ამჯერად გამორჩეული ნამდვილად არ ყოფილა თორნიკე შენგელია. ქართველმა კალათბურთელმა 22:35 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს მხოლოდ 9 ქულით, 1 მოხსნითა და 4 პასით შეეწია. დაგვეთანხმებით, თორნიკეს ბოლოდროინდელი ფორმიდან გამომდინარე, ეს კარგი მაჩვენებელი მართლაც არაა.

ჩვენებურმა საკმაოდ სუსტად ითამაშა შეტევაში: 9-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტი კი, მისთვის უჩველოდ დაბალი ჰქონდა – 6.

აქვე გეტყვით, რომ “ვალენსიას” სასტარტო ხუთეულში იყო უილ ტომასი, რომელიც თავის დროზე “არმიაში” თამაშობდა და საქართველოს მოქალაქეა. ტომასმა 26:52 წუთში 15 ქულა და 2 მოხსნა გაახერხა (2-დან 2 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო. მარგი ქმედების კოეფიციენტი – 16).

“ბასკონიას” ლიგა ენდესაში 15 ტურის თავზე 9 გამარჯვებითა და 6 მარცხით მეექვსე პოზიცია უკავია. ვიტორიელები მომდევნო ტურში 14 იანვარს, “ტენერიფეს” ესტუმრებიან.

0.117788