ფეხბურთი

12:02 | 7.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სტოკმა" ჰიუიზი დაითხოვა

ასოციაციის თასზე "ქოვენთრისთან" წაგებული (1:2) შეხვედრის შემდეგ "სტოკ სიტის" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი მარკ ჰიუიზი დაითხოვა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბმა ოფიციაურად დაადასტურა.

უელსელმა სპეციალისტმა "სტოკი" 2013 წელს ჩაიბარა. მას შემდეგ მარკის გაწვრთნილმა გუნდმა 200 მატჩი ჩაატარა, აქედან 73 შეხვედრა მოიგო, 46 მატჩი ფრედ დაასრულა, ხოლო 81 დაპირისპირებაში მარცხი განიცადა.

0.118042