ფეხბურთი

13:40 | 7.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

მირალიასი "ოლიმპიაკოსში" დაბრუნდა

ბელგიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ევერტონის" ყოფილი შემტევი კევინ მირალიასი "ოლიმპიაკოსში" დაბრუნდა. აღნიშნული ინფორმაცია ბერძნული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.ჯერჯერობით უცნობია ტრანსფერის დეტალები.

კევინი "ევერტონში" სემ ელერდაისის მოსვლის შემდეგ შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა და შესაბამისად, კლუბიდან წასვლა გადაწყვიტა. მირალიასი პირეოსულ გუნდში პირველად 2010 წელს "სენტ ეტიენიდან" გადავიდა და ორ სეზონში 71 მატჩში 34 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.119497