ფეხბურთი

23:30 | 6.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კოუტინიო "ბარსელონას" ფეხბურთელია

დასრულდა – ფილიპე კოუტინიო “ბარსელონას” ფეხბურთელია. აღნიშნული ინფორმაცია კატალონური გრანდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს დაიწყო და მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში გაგრძელდა, ესპანელებმა საწადელს მიაღწიეს.

“ბარსამ” 25 წლის შემტევის სანაცვლოდ ჯამში 160 მილიონი ევრო გაიღო – 120 მილიონი და პლუს 40 მილიონი ბონუსის სახით.

ფილიპე კოუტინიო “ლივერპულში” 2013 წლის იანვრიდან თამაშობდა და “წითლების” ერთ-ერთი ლიდერი იყო. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111082