ესპანეთის ლა ლიგის მე-18 ტურში გასამართი სევილიური დერბის წინ ინციდენტი მოხდა. როგორც AP-იტყობინება, “სევილიასა” და “ბეტისის” გულშემატკივრებს შორის მასობრივი ჩხუბი მოხდა, რის გამო საქმეში პოლიცია ჩაერთო და 23 ქომაგი დააპატიმრეს კიდეც.
როგორც ცნობილი გახდა, დაპირისპირება სპონტანურად არ მომხდარა და წინასწარ გახლდათ დაგეგმილი.
“სევილიასა” და “ბეტისის” დერბი “სანჩეს პისხუანზე” თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.