ფეხბურთი

14:19 | 6.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

მენეზი ევროპას დაშორდა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჟერემი მენეზი ევროპიდან წავიდა და კარიერას მექსიკურ “ამერიკაში” გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას მექსიკური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

30 წლის მენეზი “ამერიკას” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა მას შემდეგ, რაც “ანტალიასფორთან”კონტრაქტი გაწყვირა. ფრანგმა თურქულ გუნდში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა და თავი ერთი საგოლე პასით გამოიჩინა.

თავის დროზე მენეზზე დიდი იმედიც მყარდებოდა. სხვა და სხვა დროს უთამაშია “მონაკოში”, “რომაში”, პსჟ-ში, “მილანსა” და “ბორდოში”. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ღირსება კი 24 მატჩში დაიცვა და 2 გოლის გატანა შეძლო.

0.152796