იტალიის ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” ძალიან ახლოსაა “ლივერპულის” ნახევარმცველის, ემრე ჯანის ტრანსფერი გაოფიციალურებასთან. იტალიური მედია ყოველდღე ახალ ცნობებს აქვეყნებს და თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში ჯანი ტურინში გადაბარგდება.
საინტერესოა, რომ გერმანელი ფეხბურთელი “იუვენტუსს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. მას “ლივერპულთან” ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა “იუვენტუსში” თამაში სურს და ამ მიზნით, ინგლისურ გუნდთან ახალ კონტრაქტზე უარს ამბობს.
ცნობილი ხდება ისიც, რომ ემრე ჯანსა და “ბებერ ქალბატონს” შორის 5-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდება.
ემრე ჯანმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 26 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.