ფეხბურთი

10:43 | 6.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო კონტეს: "არასდროს ვიქნები ჩაწყობილ თამაშებში გარეული"

ჟოზე მოურინიო რის ჟოზე მოურინიო იქნებოდა, ვინმესთვის სიტყვა რომ შეერჩინა და ასე აგიხდეთ ყველაფერი. მას შემდეგ, რაც ანტონიო კონტემ პორტუგალიელის თავდაპირველ კომენტარს უპასუხა, რაზეც გუშინ უკვე გიამბეთ, “მანჩესტერის” თავკაცისგან გაგრძელება მოჰყვა. აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ იმ ამბავს, რასაც მოურინიოს ახალი რეპლიკა მოჰყვა კონტე და მოურინიო - ვინაა მასხარა?

“განსაკუთრებულმა” იტალიელს კბილი მწარედ კიდევ ერთხელ გაჰკრა და განაცხადა, რომ მისგან განსხვავებით, გარიგებულ თამაშებში არასდროს გაერევა.

“არ მჭირდება იმ მწვრთნელზე საუბარი, რომელმაც წარსულში შეცდომები დაუშვა. ერთი რამ ცხადია – მე არასდროს ვიქნები დისკვალიფიცირებული გარიგებული თამაშების გამო”, - განაცხადა ჟოზემ "დერბი ქაუნთისთან" მატჩის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, ანტონიო კონტე 2012 წელს სამთვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, როდესაც “იუვენტუსს” ედგა სათავეში. თუმცა, სასჯელი ჯერ კიდევ 2011 წლის ფაქტს უკავშირდებოდა, როცა კონტე “სიენას” მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

კონტესა და მოურინიოს “თბილი” ურთიერთობა კი სათავეს 2016 წლის ოქტომბრიდან იღებს და ისეთი პირი უჩანს, კარგა ხანს არც დასრულდება...

0.12334