ფეხბურთი

12:29 | 6.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

აზარი "ჩელსის" განუდგა და "რეალს" ელოდება

ლონდონის “ჩელსი” და ედენ აზარი ვერ თანხმდებიან. საქმე ისაა, რომ ბელგიელმა შემტევმა “არისტოკრატებთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი განაცხადა და იმედოვნებს, რომ კარიერას მადრიდის “რეალში” გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს.

26 წლის აზარს “ჩელსისთან” მიმდინარე კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ხოლო მისი სატრანსფერო ფასი 120 მილიონი ევროს ფარგლებშია.

ედენ აზარი “სტემფორდ ბრიჯზე” 2012 წლიდან მოყოლებული ირჯება. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირის ჩათვლით 26 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108941