ფეხბურთი

12:57 | 6.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნაიჯელ დე იონგი ბუნდესლიგაში ითამაშებს

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ნაიჯელ დე იონგი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარ “მაინცში” გააგრძელებს.

როგორც გერმანული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 33 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდა. დე იონგი “მაინცს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

“ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას ასეთი გამოცდილებისა და ხარისხის მქონე ფეხბურთელთან. მისი დახმარება ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი იქნება სეზონის მეორე ნახევარში”, - განაცხადა “მაინცის” სპორტულმა დირექტორმა რუვენ შრიოდერმა.

ნაიჯელ დე იონგი ბოლოს სტამბოლის “გალათასარაიში” თამაშობდა, თუმცა წარუმატებლად. მანამდე კი, სხვა და სხვა პერიოდში “აიაქსის”, “ჰამბურგის”, “მანჩესტერ სიტის”, “მილანისა” და “გელექსის” რიგებში ირჯებოდა.

0.112898