კალათბურთი

23:58 | 5.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია "ბასკონიას" რიგებში ისევ საუკეთესო იყო

ევროლიგის XVI ტურში “სასკი ბასკონია” მოქმედ ჩემპიონი “ფენერბახჩეს” ესტუმრა და შინ დამარცხებული დაბრუნდა. ესპანური გუნდი პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდა და დიდ შესვენებაზე ორქულიანი უპირატესობითაც გავიდა, მაგრამ მესამე მეოთხედის ჩაგდება ვიტორიელებს ძვირად დაუჯდათ და საბოლოოდ მარცხი განიცადეს 74:79.

“ბასკონიას” რიგებში საუკეთესო ისევ თორნიკე შენგელია იყო. ესპანური გუნდის ქართველი კაპიტანი, რომელიც სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა 27:44 წუთში 15 ქულით, 6 მოხსნით, 2 პასით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოირჩა.

ჩვენებურმა სულ რაღაც 4 სტყორცნა გააცუდა: 5-დან 4 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.

თორნიკეს თანაგუნდელებს შორის ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა (22) და ქულების მხრივაც ყველას აჯობა. აღსანიშნავია, რომ შენგელია მატჩის MVP გახდებოდა, თუმცა მცირედით აჯობა “ფენერბაჰჩეს” მოთამაშემ ბრედ ვანამაკერმა (24 მარგი ქმედების კოეფიციენტი).

“ბასკონიას” 16 ტურის შემდეგ ევროლიგაში 7 მოგებითა და 9 წაგებით მეცხრე პოზიცია უკავია. შენგელია და მისი თანაგუნდელები მომდევნო მატჩს 12 იანვარს, შინ “ოლიმპიაკოსთან” ჩაატარებენ.

0.140809