ბათუმის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი თეიმურაზ შონია კარიერას თბილისის “ლოკომოტივში” გააგრძელებს. ამის შესახებ “რკინიგზელთა” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.
27 წლის შონიასა და დედაქალაქურ გუნდს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. შონია 2014 წლიდან “დინამოში” თამაშობდა, რომლის კაპიტანიც გახლდათ.
მანამდე კი 2009-2014 წლებში “ცხინვალის” ღირსებას იცავდა. თეიმურაზ შონიას ორი მატჩის საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ჩატარებული და გოლის გატანა ერთხელ მოახერხა.