ვეტერანი ჰოლანდიელი ფეხბურთელი ამიერიდან “ალ გარაფაში” ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ყატარულმა გუნდმა ოფიციალურად გაავრცელა.
“ეს არის ჩვენი გულშემატკივრებისთვის საახალწლო საჩუქარი”, - ნათქვამია “ალ გარაფას” ოფიციალურ განცხადებაში.
ვესლი სნეიდერი ბოლოს “ნიცაში” თამაშობდა, თუმცა საფრანგეთში ჰოლანდიელმა 6 წარუმატებელი თვე გაატარა (8 მატჩი და 1 საგოლე პასი).
კარიერის საუკეთესო წლები კი ვესლის მილანის “ინტერში” აქვს გატარებული, რომლის რიგებშიც 2010 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სხვა და სხვა დროს ასევე უთამაშია “აიაქსის”, “რეალისა” და “გალათასარაის” რიგებში.