მადრიდის “რეალი” ახლოსაა ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელ ალექსის სანჩესის შეძენასთან. Daily Express-ის ინფორმაციით, “სამეფო კლუბმა” “მანჩესტერ სიტის” კონკურენცია მოუგო, თუმცა ახლა საბოლოო სიტყვა მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანზეა.
აღსანიშნავია, რომ “რეალში” კარიერის გაგრძელების სურვილს თავად ჩილელი შემტევი გამოთქვამს. სანჩესს “არსენალთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ზაფხულში ნავსაყუდელის გამოცვლა თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება.
ალექსის სანჩესმა მიმდინარე სეზონში 21 შეხვედრა ჩაატარა ყველა ტურნირის ჩათვლით, გაიტანა 8 გოლი და 4 საგოლე პასი შეასრულა.