ფეხბურთი

17:58 | 5.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო მცველები

ინგლისის პრემეირლიგაში დაარსების დღიდან (1992 წელი) არაერთ დიდებულ და მსოფლიო დონის მცველს უთამაშია. მაგრამ, რომელი იყო მათ შორის საუკეთესო? – გამოცემა Squawka-მ პრემიერლიგის ყველა დროის 15 საუკეთესო მცველი (სტატიაში საუბარია მხოლოდ ცენტრალურ მცველებზე) დაასახელა, რომელიც ასეთია:

15. უილიამ გალასი

კლუბები: “ჩელსი”, “არსენალი”, “ტოტენჰემი”

პრემიერლიგაში: 2001-2014 წლები

თამაში: 321

ტიტულები: პრემიერლიგა (2), ლიგის თასი (1) და სუპერთასი (1)

გალასი იყო აბრამოვიჩის “ჩელსის” შესანიშნავი მცველი. მას ჰქონდა გამძლეობა და იცოდა როგორ დაესწრო მეტოქისთვის. პრემიერლიგაში ყველაზე წარმატებული წლები “ჩელსის” მარცხენა ცენტრალურ მცველად გაატარა.

14. ლედლი კინგი

კლუბი: “ტოტენჰემი”

პრემიერლიგაში: 1999-2002 წლები

თამაში: 268

ტიტულები: ლიგის თასი (1)

ლედლი კინგი მონუმენტური ცენტრალუი მცველი, როდესაც ფორმაში იყო. კინგი გამოირჩეოდა ერთი-ერთზე თამაშის დროს, იყო აგრესიული და შეეძლო მჭიდროდ თამაში. თუმცა, ამავდროულად ხშირად ტრავმიანობდა.

13. კოლო ტურე

კლუბები: “არსენალი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”

პრემიერლიგაში: 2002-2016 წლები

თამაში: 353

ტიტულები: ასოციაციის თასი (2), სუპერთსი (2), პრემიერლიგა (2)

მისი ძმა, რომელიც მსოფლიო ვარსკვლავია პრემიერლიგას 2010 წელს შეუერთდა, მაგრამ მანამდე კოლო ტურე დიდებული მცველი იყო. ფენომენალურად ათლეტური მცველი, რომელიც დაუვიწყარი “არსენალის” უცვლელი ნაწილი გახლდათ.

12. ვინსენ კომპანი

კლუბი: “მანჩესტერ სიტი”

პრემიერლიგაში: 2008-დღემდე

თამაში: 240

ტიტულები: ასოციაციის თასი (1), პრემიერლიგა (2), სუპერთასი (2), ლიგის თასი (2)

კაპიტანი, ლიდერი, ლეგენდა. ვინსენ კომპანი “სიტისთვის” ფასდაუდებელი ფიგურაა. მას ჰქონდა უმნიშვნელოვანესი როლი მაშინ, როდესაც “სიტი” ინგლისური ფეხბურთის ლიდერებში გაერია (მილიარდებით, მაგრამ მაინც).

11. იააპ სტამი

კლუბი: “მანჩესტერ იუნაიტედი”

პრემიერლიგაში: 1998-2001

თამაში: 79

ტიტულები: პრემიერლიგა (3), ასოციაციის თასი (1), ჩემპიონთა ლიგა (1), საკონტინტეთაშორისო თასი (1)

“მანჩესტერის” თაყვანისმცემლებს ის უყვარდათ არამარტო იმიტომ, რომ ბრწყინვალე იყო, არამედ მისი მოტყუება დიდ სირთულეს უკავშირდებოდა. მართალია მხოლოდ ორი წელი ითამაშა, მაგრამ ეს საკმარისი გამოდგა.

10. სემი ჰიიპია

კლუბი: “ლივერპული”

პრემიერლიგაში: 1999-2009 წლები

თამაში: 318

ტიტულები: ასოციაციის თასი (2), ლიგის თასი (2), ინგლისის სუპერთასი (2), უეფას თასი (1), ევროპის სუპერთასი (2), ჩემპიონთა ლიგა (1)

ათწლეულში, რომელიც ფინელმა “ლივერპულში” გაატარა, კარგი და ცუდი პერიოდიც იყო. მოიგო ყველაფერი რისი მოგებაც შეიძლებოდა, გარდა პრემიერლიგისა. მაგრამ ეს არ აკნინებს მას, რადგან იყო დრო, როდესაც მართლაც გაუვალი ჩანდა.

9. ჯეიმი კარაგერი

კლუბი: “ლივერპული”

პრემიერლიგაში: 1996-2013

თამაში: 508

ტიტულები: ასოციაციის თასი (2), ლიგის თასი (3), ინგლისის სუპერთასი (2), უეფას თასი (1), ევროპის სუპერთასი (2), ჩემპიონთა ლიგა (1)

ის გადაიქცა მარჯვენა მცველიდან ცენტრალურ მცველად. არასდროს ყოფილა გლამურული ფეხბურთელი, მაგრამ იყო წარმოუდგენელი მცველი. დიდი წვლილი შეიტანა იმ ტიტულებში, რომლებიც “ლივერპულმა” 2009 წლამდე მოიგო.

8. სტივ ბრიუსი

კლუბი: “მანჩესტერ იუნაიტედი”

პრემიერლიგაში: 1992-1996 წლები

თამაში: 148

ტიტულები: ასოციაციის თასი (3), ინგლისის სუპერთასი (3), თასების თასი (1), ევროპის სუპერთასი (1), ლიგის თასი (3), პრემიერლიგა (3)

ბრწყინვალე ცენტრალური მცველი. ის იყო პირველი კაპიტანი, რომელმაც პრემიერლიგა მოიგო. ასევე, 1993 წელს გადამწყვეტი გოლი გაიტანა ტიტულისთვის ბრძოლაში, 1996 წელს კი “მანჩესტერიდან” წავიდა. ძველი სკოლის წარმომადგენელი, მაგრამ აბსოლუტურად ძლიერი.

7. რიკარდო კარვალიო

კლუბი: “ჩელსი”

პრემიერლიგაში: 2004-2010

თამაში: 135

ტიტულები: პრემიერლიგა (3), ლიგის თასი (2), ინგლისის სუპერთასი (2)

2004-2005 წლების სეზონში ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა. ის იყო გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე მცველი, რომელმაც ჯონ ტერისთან კარგი ტანდემი შექმნა და ბევრი რამ ისწავლა მისგან. 2010 წელს ჩემპიონის რანგში “ჩელსი” დატოვა.

6. გარი პალისტერი

კლუბები: “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მიდლსბრო”

პრემიერლიგაში: 1992-2001

თამაში: 262

ტიტულები: ასოციაციის თასი (3), ინგლისის სუპერთასი (5), თასების თასი (1), ევროპის სუპერთასი (1), ლიგის თასი (4), პრემიერლიგა (4)

საოცარ გარი პალისტერს ყველაფრის გაკეთება შეეძლო. იყო ძლიერი, მაღალი და ამასთან, სწარფიც. ის “მანჩესტერისთვის” აუცილებელი ფიგურა იყო, როდესაც “წითელი ეშმაკები” პრემიერლიგაში დომინირებდნენ.

5. ნემანია ვიდიჩი

კლუბი: “მანჩესტერ იუნაიტედი”

პრემიერლიგაში: 2006-2014 წლები

თამაში: 211

ტიტულები: ლიგის თასი (3), პრემიერლიგა (5), ინგლისის სუპერთასი (5), ჩემპიონთა ლიგა (1)

ნერვული დასაწყისის მერე სერბი მცველი “მანჩესტერს” დიდებულად მოერგო და თითქმის ათწლეულის განმავლობაში უმაღლეს დონეზე იდგა. მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა ვის წინააღმდეგ თამაშობდა (მილან ბაროში, ფერნანდო ტორესი, სამეულ ეტო’ო, თუ სხვა)...

4. ტონი ადამსი

კლუბი: “არსენალი”

პრემიერლიგაში: 1992-2002

თამაში: 255

ტიტულები: ლიგის თასი (1), ასოციაციის თასი (3), თასების თასი (1), პრემიერლიგა (2), ინგლისის სუპერთასი (2)

ბატონი “არსენალი”. არსენ ვენგერის ხელში მან ტრანსფორმაცია განიცადა და ერთ-ერთ უდიდეს მცველად ჩამოყალიბდა. პრემიერლიგაში ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

3. სოლ კემპბელი

კლუბები: “ტოტენჰემი”, “არსენალი”, “პორტსმუთი”

პრემიერლიგაში: 1992-2009 წლები

თამაში: 485

ტიტულები: ლიგის თასი (1), პრემიერლიგა (2), ასოციაციის თასი (3), ინგლისის სუპერთასი (1)

17-წლიანი კარიერის განმავლობაში ტიტულები “ტოტენჰემსა” და “პორტსმუთშიც” მოიგო, მაგრამ შუაში იყო “არსენალის” საუკეთესო მცველი, როდესაც ლონდონელებმა პრემიერლიგა წაუგებლად მოიგეს.

2. რიო ფერდინანდი

კლუბები: “ვესტ ჰემი”, “ლიდსი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, ქპრ

პრემიერლიგაში: 1995-2015 წლები

თამაში: 504

ტიტულები: პრემიერლიგა (6), ინგლისის სუპერთასი (6), ლიგის თასი (3), ჩემპიონთა ლიგა (1), მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (1)

საოცრად თამაშობდა, როდესაც ბურთი ჰქონდა. პასებს არიგებდა, როგორც უკან, ისე წინ. განსაკუთრებით კი, შესანიშნავი ლიდერი იყო. ეს ჯერ კიდევ “ლიდსში” დამტკიცდა, როდესაც პატარა გუნდი მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. ეს ტურნირი რიომ მოგვიანებით “მანჩესტერის” რიგებში მაინც მოიგო. გამორჩეულად ითამაშა 2008 წელს ნახევარფინალში “ბარსელონასთან”, როდესაც “მანჩესტერს” ვიდიჩის არყოფნა არ დაატყო და “ბარსამ” ორ თამაშში გოლიც ვერ გაიტანა.

1. ჯონ ტერი

კლუბი: “ჩელსი”

პრემიერლიგაში: 1998-დღემდე

თამაში: 493

ტიტულები: ასოციაციის თასი (5), პრემიერლიგა (5), ლიგის თასი (3), ინგლისის სუპერთასი (2), ჩემპიონთა ლიგა (1), ევროპა ლიგა (1)

ძალიან ძლიერი მოედანზე თავდაცვის დროს. პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო მცველია. “სტემფორდ ბრიჯზე” ის ყოველთვის ლიდერი გახლდათ. ჯონ ტერი პრემიერლიგის სიმბოლოა.

0.121679