ფეხბურთი

14:30 | 5.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ შესაძლოა "ბარსელონა" უფასოდ დატოვოს

ლიონელ მესი შესაძლოა “ბარსელონა” დატოვოს და თანაც უსასყიდლოდ. El Mundo-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელმა ცოტა ხნის წინ “ბარსასთან” კონტრაქტი 2021 წლამდე ოფიციალურად გაახანგრძლივა, გუნდი შეიძლება კომპენსაციის გარეშე დატოვოს.

ეს, იმ შემთხვევაში მოხდება თუ კატალონია დამოუკიდებლობას მიიღებს, ხოლო “ბარსელონა” რომელიმე ტოპ ჩემპიონატში ვერ ითამაშებს. კერძოდ, ლიგა 1-ში, პრემიერლიგაში, ბუნდესლიგაში ან ლა ლიგაში. მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში მესი კონტრაქტისგან გათავისუფლდება და ნებისმიერ გუნდში შეეძლება გადაბარგება.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის “ბარსელონას” გარდა სხვა გუნდში არასდროს უთამაშია. არც ისე დიდი ხნის წინ “ბლაუგრანას” ბედი 2021 წლამდე დაუკავშირა, ხოლო გამოსასყიდ თანხად 700 მილიონი ევრო დასახელდა. თუმცა, კატალონიის დამოუკიდებლობამ შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს.

0.11259