კალათბურთი

11:20 | 5.01.2018 | ნანახია 0 - ჯერ

ზაზას 6 ქულა და გამარჯვება ჰიუსტონში

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე ცხრილში უშუალო კონკურენტი “ჰიუსტონ როკეტსი” 124:114 დაამარცხა.

ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 14 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 6 ქულა, 1 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო პერიოდში “მეომრებმა” უპირატესობა ხელთ იგდეს და შეხვედრაც მოგებამდე მიიყვანეს. მატჩში ყველაზე მეტი 30 ქულა გორდონის ანგარიშზეა. ოკლენდელთა რიგებში სტეფ კარი 29 ქულით გამოირჩა. დრეიმონ გრინმა სამმაგი დუბლი შეასრულა, 17 ქულა, 14 მოხსნა, 10 პასი. ისიც უნდა ითქვას, რომ “ჰიუსტონს” გუნდის ლიდერი ჯეიმს ჰარდენი აკლდა, რომელსაც ტრავმა აწუხებს 2 კვირა ვერ ითამაშებს.

“გოლდენ სტეიტი” 31 მოგებით და 8 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს, “ჰიუსტონი” 27 გამარჯვებით და 10 მარცხით ამავე კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

0.066219