ფეხბურთი

10:23 | 5.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალმა” ბერძენი მცველი დაიმატა

“არსენალმა” 20 წლის ბერძენი ცენტრალური მცველი კონსტანტინოს მავროპანოსი დაიმატა. ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტი გააფორმა.

ბრიტანული გამოცემა Daily Mail–ი წერს, რომ “მეთოფეებს” ეს ტრანსფერი 2.2 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდათ.

მავროპანოსი ბერძნული “იანინას” ღირსებას იცავდა. მან მიმდინარე სუპერ ლიგაში 14 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. როგორც ირკვევა, მისი დამატება “ოლიმპიაკოსსაც” სურდა, თუმცა ფეხბურთელმა “არსენალში” გადასვლა ამჯობინა.

0.138372