ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დეკემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელებად დასავლეთ კონფერენციაში “გოლდენ სტეიტის” თავკაცი სტივ კერი, ხოლო აღმოსავლეთში “ტორონტოს” დამრიგებელი დუეინ კეისი აღიარეს.
დეკემბრის თვეში “გოლდენ სტეიტმა” 13-დან 11 შეხვედრა მოიგო, მაშინ, როცა გუნდს სტეფ კარი, ზაზა ფაჩულია და დრეიმონ გრინი აკლდა.
“ტორონტომ” 14-დან 11 მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა.