დიდი სლემის 5-გზის ჩემპიონმა მარია შარაპოვამ შენჟენის ტურნირზე მესამე მატჩი მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.
რუსმა მეოთხედფინალში ყაზახი ჩოგბურთელი ზარინა დიასი 6:3, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 31 წუთს გაგრძელდა. შარაპოვამ პირველი სეტი მარტივად მოიგო, მეორე პარტიაში კი 3:2-ს აგებდა, თუმცა ზედიზედ 4 გეიმი თავის სასარგებლოდ დაასრულა და დიასი კარიერაში მესამე დაამარცხა.
რუსი ჩოგბურთელი ნახევარფინალში მსოფლიო რეიტინგის 47-ე ნომერს ჩეხ კატერინა სინიაკოვას შეხვდება, მატჩი 5 იანვარს თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.
ტურნირის საპრიზო ფონდი 750 000 ამერიკული დოლარია.