ესპანურმა “ვალენსიამ” მადრიდის “ატლეტიკოს” შემტევი ლუსიანო ვიეტო დაიმატა. “ღამურების” ვებგვერდის ინფორმაციით, 24 წლის არგენტინელი “მესტალიაზე” მიმდინარე სეზონს იჯარით დაასრულებს, ხოლო ზაფხულში მისი სატრანსფერო უფლებების სრულად გამოსყიდვა იქნება შესაძლებელი.
ვიეტო “ატლეტიკოში” 2015 წელს “ვილიარელიდან” გადავიდა, მაგრამ “ვისენტე კალდერონზე” ფეხი ვერაფრით მოიკიდა. გასული სეზონი ასევე განათხოვრების წესით “სევილიაში” გაატარა.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონს – სამხრეთამერიკელმა 10-ჯერ ითამაშა, მაგრამ “როხიბლანკოს” გოლით ვერ შეეწია. ვიეტო “ვალენსიაში” 8 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.