ფეხბურთი

19:10 | 4.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს სამი გუნდი იწვევს

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდის წინადადებები სამი გუნდიდან აქვს. აღნიშნულ ინფორმაციას As-ი ავრცელებს. ესპანური მედიის ცნობით, რონალდუს დამატების ერთ-ერთი კანდიდატი “ჩელსია”, რომელიც შესაძლოა პორტუგალიელის მომავალი გუნდი გახდეს.

გარდა ამისა, პსჟ და “მანჩესტერ იუნაიტედიც” მზად არიან, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თავიანთ რიგებში იხილონ.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც, რონალდუმ ფლორენტინო პერესს 2018 წლის ზაფხულში გუნდიდან გაშვება სთხოვა. თანაც, 100 მილიონ ევროზე დაბალ ფასში.

მიმდინარე სეზონში რონალდუმ ყველა ტურნირის ჩათვლით 26 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110969