ფეხბურთი

18:42 | 4.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"კრისტალ პალასის" ფეხბურთელებს დე ბრუინზე თავდასხმა არ შეერგოთ

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველ კევინ დე ბრუინზე მიმდინარე სეზონში მეტოქეების მხრიდან უხეში თამაში საკმაოდ ხშირია. თუმცა, ბელგიელი ასეთი სიტუაციებიდან ყოველთვის ახერხებს თავის დაღწევას.

31 დეკემბერს, “კრისტალ პალასის” ფეხბურთელები დე ბრუინის დაშავებას სცდილობდნენ, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. მატჩის დასაწყისში სკოტ დანი ეუხეშა კევინს, მაგრამ თავად დაშავდა და შეხვედრა ვეღარ განაგრძო. მატჩის მიწურულს კი ჯეისონ პანჩეონი სცდილობდა ტრავმის მიყენებას მეტოქისთვის და მიაყენა კიდეც, მაგრამ სერიოზული დაზიანება დე ბრუინს არ აღმოაჩნდა და ორი დღის შემდეგ “უოტფორდთან” ითამაშა კიდეც.

აი, დანსა და პანჩეონს სწორედ დე ბრუინთან შეჯახებები ძალიან ძვირად დაუჯდათ. როგორც “კრისტალ პალასის” ვებგვერდი როი ჰოჯსონის სიტყვებს ციტირებს, ორივე ფეხბურთელის ტრავმა სერიოზულია და მიმდინარე სეზონში თამაშს ვეღარ მოახერხებენ.

აღსანიშნავია, რომ კევნ დე ბრუინის დაზიანებას ცოტა ხნის დელე ალიც შეეცადა, რომელმაც “ტოტენჰემი” – “სიტის” მატჩში ზედმეტად იუხეშა, მაგრამ ბელგიელმა თამაში გააგრძელა და “მამლებს” სამაგიერო გატანილი გოლით გადაუხადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115811