ფეხბურთი

15:55 | 4.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" მოურინიოს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

“მანჩესტერ იუნაიტედი” ჟოზე მოურინიოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს. The Telegraph-ის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობას პორტუგალიელ მწვრთნელთან შეხვედრა გადაწყვეტილი აქვს და განახლებული ხელშეკრულებაც მზადაა.

54 წლის მოურინიოსთან “მანიუს” ბოსები გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმების ინიციატივით გამოდიან. აღსანიშნავია, რომ ჟოზეს მოქმედი ხელშეკრულება 2019 წლამდე აკავშირებს, თუმცა მისი ერთი წლის ვადით გახანგრძლივება ავტომატურადაა შესაძლებელი.

გარდა ამისა, Daily Mail-ი სხვაგვარ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც მოურინიო კლუბის სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილოა და ამიტომ გუნდის დატოვებას სეზონის ბოლოს აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიომ “მანჩესტერი” 2016 წლის ზაფხულში ჩაიბარა და გასულ სეზონში გუნდს სამი ტიტული მოაგებინა – ინგლისის სუპერთასი, ინგლისის ლიგის თასი და ევროპა ლიგა.

0.11883