“გოლდენ სტეიტ უორიორსმა” მორიგი გამარჯვება ტეხასში მოიპოვა. ოკლენდელები “დალასს” ესტუმრნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 125:122 დაამარცხეს.
ქართველი ცენტრი “გოლდენ სტეიტის” სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 12 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში ზაზას ანგარიშზე 7 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დაგროვდა. საუკეთესო შედეგი სტეფ კარიმ დააფიქსირა – 32 ქულა, 8 პასი, 5 მოხსნა. კლეი ტომპსონმა და კევინ დიურანტმა 25-25 ქულა გაიფორმეს.
30 მოგებითა და 8 წაგებით “გოლდენ სტიტი” დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს, შემდეგ მატჩს კი 5 იანვარს, ჰიუსტონში “როკეტსთან” გამართავს.
GBF.GE
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძმებო ამ საიტზე:stripslashes((strlen('www.netspor26.com')>0?' www.netspor26.com':' www.netspor26.com')) შეგიძლიათ ნებისმიერი თამაშის LİVE-ში ყურება.
ოოო, ჰიუსტონი-გოლდენი უკვე თემაა...
ის გამურული ლამბერსექსუალი იქნება ნეტავ ? წუხელ მის გარეშე მოიგეს რაკეტებმა ორლანდოში.
არ იქნება წვერა და კაი გემრიელად გაედება ჰიუსტონს.რომც ყოფილიყო მაინც გაედებოდა მაგრამ ახლა უფრო მარტივად გაუდებენ))