ფეხბურთი

14:58 | 4.01.2018 | ნანახია 1406 - ჯერ

ვიქტორ ვალდესმა კარიერა დაასრულა

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა მეკარემ ვიქტორ ვალდესმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ლა ლიგის ტვიტერის გვერდი ოფიციალურად იტყობინება.

ვიქტორ ვალდესს კარიერის უმეტესი ნაწილი “ბარსელონაში” აქვს გატაებული, რომლის რიგებში 2002-2014 წლებში თამაშობდა და ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. მათ შორის, 6-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და სამჯერ ჩემპიონთა ლიგა.

“ბარსადან” წასვლის შემდეგ “მანჩესტერსა” და ლიეჟის “სტანდარტში” ითამაშა, ხოლო მისი ბოლო გუნდი ინგლისური “მიდლსბრო” გამოდგა, რომლის ღირსება გასულ სეზონში 28 შეხვედრაში დაიცვა.

ვალდესმა 2010-2014 წლებში ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისური 20-ჯერ მოირგო.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:29 | 04.01.2018
abuka (1007)

რა უნდოდა ბოლოს მაინც ვერავინ გაიგო! შაკირა არ გაუღუნია ერთი,თორე არაფერი დაუკლია ტიპს!ბარსაში N1 მეკარე იყო და კარგა ხანია არაფერი მსმენია ამის შესახებ! თურმე ბოროში არ თამაშობდა? :დდდდდდ

17:27 | 04.01.2018
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

ვალდესი ლეგენდაა

16:55 | 04.01.2018
irakli_1980 (146)

კი დაიჭირა კაი ჩიტი ახალ გამოწვევებთან ერთად

16:20 | 04.01.2018
Beka-1991 (596)

არაფრად ხო არ ვარგოდა ტიპი, მარა მაინც ძირითადში ყავდათ და რა გააკეთა, ახალი გამოწვევები ესაჭიროებოდა და რაც დაიჭირა კი ვნახეთ

17:26 | 04.01.2018
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

რა არ ვარგოდა კაი მეკარე იყო

16:07 | 04.01.2018
დღევანდელი სპორტი (2667)

შტეგენი თუ ითამაშებს ბარსაში 10 წელი კიდევ მაინც და თან ასეთ დონეზე ამასაც ჩახევს და სუბისარეტასაც.უდავოდ ნ1 მეკარე იქნება ბარსას ისტორიაში

17:26 | 04.01.2018
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

კიდე 7 წელიც ეყოფა

15:12 | 04.01.2018
linkin-park (3179)

ტიპს ეხვეწებოდნენ დარჩი ბარსაშიო და ეს მაინც გაიქცა მანჩეს ზამენაზე. მერე იყო მიდლსბრო და ეს. კვერცხი მეკარე იყო კაი დაცვით რა

0.117916