“რომამ” ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი დასაჯა. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიური გუნდის ხელმძღვანელებმა ბელგიელს ლაივ ვიდეო არ აპატიეს, რომელიც მან ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.
ნაინგოლანი ვიდეოში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ამდროულად სიგარეტსაც ეწეოდა. რაჯამ მოგვიანებით ვიდეო წაშალა და საჯაროდ ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ “ჯალოროსისგან” სასჯელს მაინც ვერ გადაურჩა.
იტალიურმა გუნდმა ფეხბურთელი 100 ათასი ევროს ოდენობით დააჯარიმა და გარდა ამისა, მომდევნო მატჩს გამოტოვებს, რომელსაც “რომა” 6 იანვარს, “ატალანტას” წინააღმდეგ ჩაატარებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა მანჩე წადი ისევ ანჟიში
მოაშორეთ ეს არ დამანახოთ მანჩეში
გადააშენეთ მანდედან ...
აღარ სჭირდება ამას გრანდები , ფულის შოვნის დრო დადგა
)
ეს მანჩესტერი ხო ყველათი ინტერესედება და ვერავის ყიდულობს რა