ფეხბურთი

14:35 | 4.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

მიხაილოვიჩი გაათავისუფლეს

სინიშა მიხაილოვიჩი “ტორინოს” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. როგორც Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, ტურინული გუნდის პრეზიდენტმა ურბანო კაირომ სერბი სპეციალისტი იტალიის თასის 1/4 ფინალში “იუვენტუსთან” მარცხის (0:2) შემდეგ დაითხოვა.

ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი “ტორინოს” წარუმატებელი თამაშია. “ხარებს” ბოლო 17 მატჩიდან მხოლოდ სამი აქვთ მოგებული და სერია A-ში მეათე ადგილზე იმყოფებიან.

მიხაილოვიჩი “ტორინოს” 2016 წლის ზაფხულიდან წვრთნიდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, მას ვალტერ მაძარი შეცვლის, რომელიც ამჟამად უმუშევრია, ბოლოს კი, ინგლისურ “უოტფორდს” ხელმძღვანელობდა.

0.130302