ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე “არსენალთან” მატჩის შემდეგ დამწუხრებული იყო. იტალიელის განცხადებით, მისი გუნდი უპირატესობას ფლობდა და ამიტომ, გამარჯვებას იმსახურებდა.
“იმედგაცრუებულები ვართ, რადგან “ჩელსის” უნდა მოეგო. ბევრი მომენტი შევქმენით და ამიტომ ფრის ნაცვლად გამარჯვებას ვიმსახურებდით. მორატას ბედმა არ გაუღიმა. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ მომენტები გავანიავეთ, მათ შორის სამჯერ მეკარესთან პირისპირ”, - უთხრა კონტემ Sky Sports-ს.
შეგახსენებთ, ლონდონური დერბი “არსენალსა” და “ჩელსის” შორის 2:2 დასრულდა. “არისტოკრატები” 46 ქულით მესამე ადგილზე იმყოფებიან და ლიდერს 16 ქულით ჩამორჩებიან.