ფეხბურთი

1:20 | 4.01.2018 | ნანახია 956 - ჯერ

კოუტინიო "ევერტონთან" მატჩს გამოტოვებს

ინგლისური “ლივერპულის” ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო ინგლისის ასოციაციის თასზე “ევერტონის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. Guardian-ის ინფორმაციით, ბრაზილიელ ფეხბურთელს ბარძაყის ტრავმა აწუხებს და აღნიშნული მიზეზით ლივერპულულ დერბს დააკლდება.

შეგახსენებთ, კოუტინიოს ირგვლივ ბოლო დროს ისევ აქტუალური გახდა მისი “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლის საკითხი. თუმცა, ჯერჯერობით ინგლისური გუნდი სამხრეთამერიკელის შენარჩუნებას ახერხებს.

აქვე გეტყვით, რომ “ლივერპულისა” და “ევერტონის” დერბი 5 იანვარს გაიმართება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:30 | 05.01.2018
RHP (3623)

მსოფლიომდე რო დატოვონ იქ ერთ ორ ფინტს გააკეთებს და ფასი აეწევა ამიტომ ჩქარობს ბარსა
კოუ კიდე თ ე ს ლ ი ბავშვია შუა სეზონში წასვლა არა **ე გაგთხარე ტრ**ში

16:12 | 04.01.2018
emigrat77 (1065)

ამის გადმოსვლა ზამთარში არის სასწაული ჭორი ,
ზაფხულში დაბლოკა კლოპმა ამის ტრასფერი და ეხლა გამოუშვებს?

16:28 | 04.01.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

ისე მართლაც ალოგიკურია ამ ზამთარში მისი ბარსაში გადასვლა. ლივერი იბრძვის ლიგაზეც და იბრძვის ეპლშიც ოთხეულისთვის. თანაც კუტინიო მნიშვნელოვან როლს ასრულებს გუნდში.
ბარსელონა კი მართალია პრაგმატულ, თუმცა ძალიან ეფექტიან თამაშს აჩვენებს. თან ის 150 მილიონიანი დემბელეც დაუბრუნდებათ მალე. რაში სჭირდებათ კოუ ახლავე, ვერ ვხვდები.

13:00 | 04.01.2018
temo11 (1791)

ვაბშე ვეღარ გავიგე, გადავიდა ეს ბარსაში თუ არა?

01:55 | 04.01.2018
ბაგი-რეი (2263)

ამასაც ისე უყვარს ლივერპული როგორც ნეიმარს ბარსელონა

12:08 | 04.01.2018
dinamo78 (543)

და რატომ უნდა უყვარდეს ან ერთს ან მეორეს რომელიმე ქალაქის გუნდი,თუ ის მშობლიური არა არის?

13:32 | 04.01.2018
ბაგი-რეი (2263)

ნეიმარმაც და კოუტინიომაც თქვეს ჩემი გულის ვარდია ბარსა და ლივერპულიო.

13:33 | 04.01.2018
ბაგი-რეი (2263)

ხალხს აწყნარებენ სანამ გადავლენ

0.15289