ფეხბურთი

23:00 | 3.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ესიენს ძეგლი დაუდგეს

ლონდონის “ჩელსის” ყოფილ ნახევარმცველ მაიკლ ესიენს სამშობლოში პატივი მიაგეს და ძეგლი დაუდგეს. კერძოდ, განის ქალაქ კუმასში. ესიენი “არისტოკრატების” მაისურშია შემოსილი, თუმცა უცხოური მედიის ყურადღება ამას არ მიუპყრია.

საქმე ისაა, რომ გამოსახულება ესიენს დიდად არ წააგავს და ამას სპეციალისტების გამოხმაურება მოჰყვა.

საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ კრიშტიანუ რონალდუს ძეგლიც შეიქმნა, თუმცა მიანცდამაინც კარგი შეფასება ვერც ზემოხსენებულმა ნამუშევარმა დაიმსახურა.

0.120074