ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი რონალდო თანამემამულის, ნეიმარის “ბარსელონადან” “პარი სენ ჟერმენში” გადასვლას ეხმაურება. “ფენომენის” განცხადებით, ამ ტრანსფერმა “ინტერში” გადაასვლა გაახსენა.
“ნეიმარი განსაკუთრებული ფეხბურთელია – ბრაზილიის ყველაზე დიდი იმედი. დეტალები კარგად არ ვიცი. არც ის, რა უძღოდა ამ ყველაფერს უკან, შესაძლოა “ბარსელონას” ხელმძღვანელობასთან პრობლემები, რომელიც ჩემს შემთხვევაში იყო. ნეიმარის პსჟ-ში გადასვლაში ვხედავ პარალელს, როდესაც მე “ბარსელონა” დავტოვე 1997 წელს.
თუმცა, მე “ინტერში” გადავედი, ხოლო იტალიის ჩემპიონატი მაშინ ძალიან მაღალი დონის იყო, რასაც დღეს საფრანგეთის ჩემპიონატზე ვერ ვიტყვი. მაგრამ ასეთ გამოწვევებს მივესალმები და შეუძლია ფეხბურთელის მოტივირება”, - თქვა რონალდომ.
გარდა ამისა, “ფენომენმა” კომენტარი ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს თაობაზეც გააკეთა, რომლებიც ზედიზედ 10 წელია “ოქროს ბურთს” იგებენ:
“ჩემს დროს უფრო დიდი კონკურენცია გახლდათ, ვიდრე ახლა. არ მინდა, მესისა და რონალდუს შედეგებს ჩრდილი მივაყენო, მაგრამ როდესაც მე ვთამაშობდი, ზიდანი, რივალდო, ფიგუ და რონალდინიო იყვნენ. ეს იყო სხვა თაობა და საუკეთესოობა უფრო რთული გახლდათ”, - დასძინა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა.
შეგახსენებთ, რონალდო “ბარსელონადან” მილანის “ინტერში” 1997 წლის ზაფხულში გადავიდა, ხოლო “ოქროს ბურთი” ორჯერ, 1997 და 2002 წლებში მოიგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შენ შენ ხარ კიჭა! ერთადერთი და განუმეორებელი ფენომენი.
ყველაზე მაგარი თავდამსხმელი ვინც კი მინახავს !
Ronaldinio da ronaldo zaan magrebi iyvnen, mara arastabilurebi, ronaldo tramvam gaawama, ronaldinio sizarmacem.
მართალია მაშინ გაცილებით ბევრი მაგარი ფეხბურთელი იყო !
ასე იმიტომ გეჩვენება რომ იმ დროს ასეთი მონსტრი არავინ იყო როგორც დღეს ეს ორია. ბევრი მაღალი კლასის და მეტ-ნაკლებად თანაბარი დონის ფეხბურთელი იყო,მაგრამ არა ასეთი სრულყოფილი და ძალიან სტაბილური
ნამდვილად მასეა. ამ ათი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ფეხბურთელი იყო რომელსაც თავისუფლად დავაყენებდი იგივე ზიდანის და ფიგუს გვერძე. პროსტა ეს ორი მართლა სხვა განზომილებაა