ჩოგბურთი

20:40 | 3.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი დოჰას ტურნირს დაემშვიდობა

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰაში მიმდინარე ტურნირს მეორე წრეში გამოეთიშა. 25 წლის მოთამაშე მერვედფინალში ბორნა ჩორიჩთან 1:6, 3:6 დამარცხდა.

ბასილაშვილმა საკუთარი მოწოდება ხუთჯერ დათმო, ხოლო ხორვატი მხოლოდ ერთხელ დაბრეიკდა. ნიკოლოზმა სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ჩორიჩმა - ერთი. ურთიერთშეხვედრებში ბორნამ ანგარიში 1:2 გახადა. გასულ წელს ხორვატი და ქართველი ორჯერ შეხვდნენ და ორჯერვე ბასილაშვილმა იმარჯვა.

წყვილთა თანრიგში ნიკოლოზი და ანდრეას ჰაიდერ-მაურერი პირველი ეტაპის დაძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში ფელისიანო ლოპესთან და რაჯივ რამთან 2:6, 2:6 დამარცხდნენ.

ყატარიდან საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ავსტრალიაში გაემგზავრება და სიდნეის საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

0.136274