“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა პრემიერლიგის კალენდრის საწინააღმდეგ გამოდის. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, ფეხბურთში ასეთი სიხშირით მატჩების გამართვა შეუძლებელია და კალენდარი ფეხბურთელების ინტერესებს არ ითვალისწინებს.
“ტრადიციას პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ეს კალენდარი მოთამაშეებს არ იცავს, არამედ კლავს მათ. ეს არაა ნორმალური. ფეხბურთში ჩვენ ბევრი ანტიდოპინგური შემოწმების გავლა გვიწევს, მაგრამ ასევე უნდა შემოწმდეს გადამეტებული ვალდებულებებიც.
შეუძლებელია ყოველ მეორე დღეს თამაში. ეს არაა ჩოგბურთი ან კალათბურთი. ფეხბურთში კონდიციების აღდგენას გაცილებით მეტი დრო სჭირდება, ვიდრე სპორტის სხვა სახეობებში”, - განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგას 22 ტურის შემდეგ 62 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ “მანჩესტერს” 15 ქულით უსწრებს. “სიტიმ” ბოლო 10 დღეში 4 მატჩი ჩაატარა, რომელთაგანც სამი მოიგო და ერთი ფრე ითამაშა.