WORLDSPORT.GE აგრძელებს რუბრიკას "ტოპ ჩემპიონატები" - ყოველი ტურის დასრულების შემდეგ გთავაზობთ ინგლისის პრემიერლიგის, იტალიის სერია A-ს, ესპანეთის ლა ლიგის, გერმანიის ბუნდესლიგისა და საფრანგეთის ლიგა 1-ის საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს, ფაქტებს, ისტორიულ მიღწევებს. მაშ ასე, ტოპ ჩემპიონატები ერთ გვერდზე...
იტალია, სერია A
18 – მე-19 ტურში 18 გოლი გავიდა. ეს მიმდინარე სეზონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღმოჩნდა (სამი გოლით ნაკლები მანამდე დაფიქსირებულ შედეგთან)
2 – პაულო დიბალამ “ვერონასთან” ორივე გოლი მარჯვენა ფეხით გაიტანა და აქამდე ასეთი რამ არ გაუკეთებია.
4 – დიბალამ “ვერონასთან” ბოლო 4 დაპირისპირებისას გაიტანა გოლი.
100 – ივან პერიშიჩმა “ინტერის” რიგებში (ყველა ტურნირის ჩათვლით) მეასე მატჩი ჩაატარა.
36 – ფაბიო კვალიარელამ 36 სხვა და სხვა გუნდს გაუტანა იტალიის ჩემპიონატში. კალჩოში მოქმედ ფეხბურთელებს შორის, ეს საუკეთესო შედეგია.
20 – “ტორინომ” 2017 წელს 20 შეხვედრა დაასრულა ფრედ და ეს 6 ფრით მეტი, ვიდრე მეორე შედეგი ტოპ 5 ჩემპიონატში.
1 – 18 მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა “ბენევენტომ” და ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა სერია A-ში.
28 – პაოლო კანავარომ “რომას” წინააღმდეგ 28-ე შეხვედრა ჩაატარა და ამაზე მეტჯერ არცერთი გუნდის წინააღმდეგ არ უთამაშია. აღსანიშნავია, რომ კანავარომ კარიერა დაასრულა.
28 – მასიმო კოდამ სეზონში პირველი გოლი გაიტანა და ამის გაკეთება 28-ე დარტყმის შედეგად მოახერხა.
5 – კევინ ლასანიამ ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში გაიტანა გოლი. “უდინეზეს” ფეხბურთელს ბოლოს ასეთი კარგი სერია 2010 წელს ჰქონდა (ანტონიო დი ნატალეს).
200 – ალესანდრო ფლორენციმ “რომას” შემადგენლობაში მეორასე შეხვედრა ჩაატარა (ყველა ტურნირის ჩათვლით).
1 – “მილანმა” “ფიორენტინასთან” პირველ ტაიმში კარისკენ ერთდერთხელ დაარტყა.
100 – ჯანლუიჯი დონარუმამ “მილანის” რიგებში მეასე თამაში ჩაატარა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გუნდის ისტორიაში, რომელმაც ასეთ ციფრს უწია. ჯიჯომ პაოლო მალდინის მიღწევა გააუმჯობესა (100 მატჩი 19 წლის ასაკში).
10 – ბოლო 11 სეზონის ზამთრის ჩემპიონი საბოლოოდ სკუდეტოს იგებდა. ერთადერთი გამონაკლისი 2015-2016 წლების სეზონში მოხდა, როდესაც ზამთრის ჩემპიონი “ნაპოლი” გახდა, ხოლო სეზონის ბოლოს ტიტული “იუვენტუსმა” მოიგო.
0 – “ნაპოლი” ერთადერთი გუნდი გამოდგა, რომელმაც 2017 წელს სტუმრად თამაში არ წააგო ტოპ 5 ჩემპიონატის გუნდებიდან (18 მოგება, 2 ფრე).
ინგლისი, პრემიერლიგა
6 – 2016 წლის აგვისტოდან პრემიერლიგაში საუკეთესო მწვრთნელთა ექვსეული მოპოვებული ქულების მიხედვით ასეთია:
ანტონიო კონტე – 138 (59 მატჩი)
პეპ გვარდიოლა – 136 (58 მატჩი)
მაურისიო პოჩეტინო – 123 (58 მატჩი)
იურგენ კლოპი – 117 (59 მატჩი)
იურგენ კლოპი – 117 (59 მატჩი)
ჟოზე მოურინიო – 113 (59 მატჩი)
არსენ ვენგერი – 112 (58 მატჩი)
16 – “უოტფორდმა” მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი ქულა დაკარგა მას შემდეგ, რაც ანგარიში თავიდან წაიყვანა.
23 – მოჰამედ სალაჰს მიმდინარე სეზონში 23 გოლი დაუგროდა ეს მეტია, ვიდრე რამდენიმე ინგლისური გუნდის შედეგი ჯამში (“კრისტალ პალასი”, “ბარნლი”, “ბრაიტონი”, “სუონსი”, “ვესტ ბრომვიჩი”, “ჰადერსფილდი”, “საუთჰემპტონი”, “ნიუკასლი”)
21 – მოჰამედ სალაჰმა 21 პრემიერლიგურ მატჩში 21 გოლში მიიღო მონაწილეობა (16 გოლი, 5 პასი).
31 – ჯოშუა კინგმა “ბორნმუთის” 31 გოლში მიიღო მონაწილეობა (24 გოლი, 7 პასი) და ეს მეორე შედეგთან შედარებით 12-ით მეტია.
5 – პედრომ ბოლო შვიდი გოლიდან 5 საჯარიმოს გარედან გაიტანა.
14 – ანდრე კარილო “უოტფორდის” მე-14 ფეხბურთელი გახდა მიმდინარე სეზონში, რომელმაც გოლი გაიტანა და ეს ყველაზე მრავალფეროვანი შედეგია ამ დროისთვის.
22 – 2014 წლის აგვისტოდან მოყოლებული დიდი ექვსეულის გუნდებთან ყველაზე მეტი გოლი ჯეიმი ვარდის აქვს გატანილი (22).
4 – ვილიანმა “სტოკის” წინააღმდეგ ბოლო 4 მატჩში ამდენივე გოლში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 1 პასი).
7 – კრის ჰატონმა თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ (“ნიუკასლი”) მეშვიდე ცდაზე პირველად მოიგო (2 ფრე, 4 წაგება).
17 – “ლივერპულის” მიერ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში გატანილი 45 გოლიდან 36-ში მონაწილეობა (გოლი ან საგოლე პასი) სალაჰმა, ფირმინომ და კოუტინიომ მიიღეს (80%). ასე მოხდა ბოლო 19 გოლიდან 17-ს შემთხვევაშიც.
P.S ბუნდესლიგაში, ლა ლიგასა და ლიგა 1-ში ზამთრის პაუზაა.