საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ემპოლის” თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე განაგრძობს სპეციალურ აღდგენით კურსებს. ტოსკანურმა გუნდმა 8 იანვრამდე ფეხბურთელები შვებულებაში გაუშვა და მათ შორის მჭედლიძეც, რომელიც თბილისში ჩამოვიდა, თუმცა თანხმლები პირით.
როგორც ინტერნეტპორტალი Empolichannel.it-ი იტყობინება, 27 წლის ჩვენებურს შვებულებაში გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელი ფრანჩესკო ჩინიჩი გამოჰყვა, რომლის მეთვალყურეობითაც უკვე თბილისში გააგრძელებს აღდგენით კურსებს, ხოლო 8 იანვრას, მასთან ერთად იტალიაში დაბრუნდება.
შეგახსენებთ, ლევანმა ტრავმა მიმდინარე წლის აპრილში მიიღო და მას შემდეგ მკურნალობს. ბოლო პერიოდში ქართველი ფორვარდი გამოკვლევებს ბარსელონაში იტარებდა. იტალიური მედიის ცნობით, მჭედლიძის მოედანზე დაბრუნება ახლოვდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აზე არაარის ხალხი არაფრის 27 წლის კაცზე იძახიან არაქვს აზრი ამის თამაშსო შარშან იტალიაში ყველაზე ეფექტურ თავდამსხმელად დაასახელეს 8 დარტყმიდან 6 გოლი შეაგდო აქ რო ბღაჯნით სისულელებს თქვენ გადით და უკეთესად ითამაშეთ აბა ერთი.
საღოლ იმათ პასუხისმგებლობას. ტიპი ზარალია გუნდისთვის და მაინც მასზე ზრუნავენ.ფაქტიურად სასათბურე პირობებში ამყოფებენ. აბა სხვა რა ქვია ამას?
შენბ საერთოდ ფეხბურთის გაგეგებაში ხარ საერთოდ? იტალიაში უცხოელს ზარალი რო იყო და არაფერს რო არ წარმოადგენდე 2 დღეს არავინ არ გაგაჩერებს გუნდში რებს წერ საერთოდ იცი მაინც . კაცმა ათ თამაში შარშან 6 გოლი შეაგდო და ზარალია ხო.
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
კაცი არის 27 წლის და კარიერა დაასრულეო აქ წერთ ..... მაგის დაწერას ვაბშე არ დაწერო ბლიატ ვინ გექაჩება ? ყველა ავადმყოფს მალე გამოჯანრთელება და აქ ლევანის არ ვგულისხმობ !
მემგონი ტყულა წვალობს უკვე ლევანი
რაოო ? ლევანას კაცი გამოაყოლეს 1-დან 8 იანვრამდე აღდგენითი კურსების სამეთვალყურეოდ ?

აღდგენითი კურსები საცივით მართლა ორიგინალური იქნება
ამის ფეხბურთი მორჩა. სამწუხაროა რასაც ვიძახი მაგრამ ეგრეა. ზლატნმა აპრილში მუხლქვეშა მყესები გაიწყვიტა (36 წლის კაცმა) და აგერ უკვე ბურთაობს 1 თვეა. რა ეტაკა ამას ასეთი? ფაქტია რაღაც ისეთი აქვს რაც უფრო ქრონიკულს გავს. ერთ ერთი გამოსავალი არის სხვა გუნდში გადასვლა. მგონი ემპოლის სამედიცინო შტაბი ვერაა მოწოდების სიმაღლეზე
ამასობაში თურმე ვინმე კაპუტო მოუნახავთ და გოლი გოლზე გააქვს