ჭადრაკი

23:29 | 30.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნანა ძაგნიზე ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ელვისებურ ჭადრაკში ნანა ძაგნიძე საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ქართველმა 21 შეხვედრის შემდეგ 16.5 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასული რუსი გუნინა ვალენტინა 0.5 ქულით ჩამოიტოვა. აღნიშნული ტიტულის გარდა, მიმდინარე წელს ნანა ევროპის ჩემპიონი გახდა, ასევე მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ევროპის გუნდუს პირველობაზე კი - ვერცხლის მედალი. საკლუბო დონეზე კი ძაგნიძე ევროპის ჩემპიონი გახდა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ნანა გარდა ლელა ჯავახიშვილი (მე-15 ადგილი), ბელა ხოტენაშვილი (18), ნინო ბაციაშვილი (23), ინგა ჭარხალაშვილი (50), სოფიკო ხუხაშვილი (63), სოფიო გვეტაძე (77) და სალომე მელია (89) მონაწილეობდნენ. ტურნირის დაწყების წინ ძაგნიძე რეიტინგში მე-12 იყო.

კაცთა შორის კი გამარჯვებული მაგნუს კარლსენი გახდა 16 ქულით. ქართველთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა ლევან ფანცულაიამ, რომელიც 12.5 ქულით 29-ე ადგილზე გავიდა. ლევანს ნახევარი ქულით ჩამორჩა ბაადურ ჯობავა (12ქ). 37-ე პოზიციაზე გავიდაგიგა ქუფარაძე, ხოლო 71-ზე - მიხეილ მჭედლიშვილი.

0.114872