ფეხბურთი

22:20 | 30.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ზამთარში 5 ფეხბურთელი დატოვებს

კატალონიის "ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში 5 ფეხბურთელი დატოვებს. როგორც ესპანური Sport-ი იუწყება, "ბლაუგრანას" თავკაცს სურს რამდენიმე ფეხბურთელმა გუნდი დატოვოს, მათ შორის კი რაფინია, ალეიშ ვიდალი, ჟერარ დეულოფეუ, ხავიერ მასკერანო და არდა თურანი არიან.

როგორც ცნობილია რაფინიას დამატება სეზონის ბოლომდე იჯარის წესით "სელტას" სურს და "ბარსელონა" ბრაზილიელს არჩევანის თავისუფლებას მისცემს. ალეიშ ვიდალის გადაბირებას კი "სევილია", "ატლეტიკო", "ინტერი" და "რომა" ცდილობენ და რადგან კლუბს შემტევის გაშვება სურს, ტრანსფერი იანვარში უფრო გამარტივდება.

დეულოფეუმ ვერ დაიმკვიდრა ადგილი "ბარსელონას" რიგებში და იჯარის წესით გაუშვებენ. ესპანელის დამატება კი მილანის "ინტერს" სურს. მასკერანოს სანაცვლოდ ჩინური კლუბი "ჰებეი" 10 მილიონ ევროს იხდის და თავად ფეხბურთელსაც სურს გუნდის დატოვება. არდა თურანს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, მისი გადაბირება კი "ბეშიქთაშს" სურს. ჯერჯერობით უცნობია თურქი სამშობლოში იჯარის წესით ითამაშებს თუ მის კონტრაქტს გამოისყიდიან.

0.112843