ჩოგბურთი

20:50 | 30.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი დოჰას ტურნირს ფაბიანოსთან მატჩით იწყებს

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰაში გასამართი ტურნირის პირველ წრეში ტომას ფაბიანოს შეხვდება. 28 წლის იტალიელი ამჟამად მსოფლიოს რეიტინგში 73-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო 25 წლის ქართველი - 59-ზე. შეხვედრა 1-ელ იანვარს 20:00 საათზე დაიწყება, თუმცა შესაძლოა დრო, ტურნირის მიზეზებიდან გამომდინარე შეიცვალოს.

აღნიშნული ჩოგბურთელები ATP-ის ტურნირზე მეორედ შეხვდებიან, პირველად 2015 წელს ამერიკის ღია ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ბასილაშვილმა 6:4, 4:6, 6:1 მოიგო. წყვილში გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე ბორნა ჩორიჩსა და პაბლო კარენო ბუსტას შორის საუკეთესოსთან გაარკვევს ურთიერთობას. ესპანელი ჩოგბურთელი ტურნირზე მეორე ნომრადაა განთესილი, ხოლო QATAR EXXONMOBIL OPEN-ის პირველი ნომერი დომინიკ ტიმია.

წყვილთა თანრიგში ბასილაშვილი ანდრეას ჰაიდერ-მაურერთან ერთად იასპარეზებს, მათი მეტოქე კი ნიკოლა მეკტიჩის და ალექსანდერ პეიას წყვილი იქნება. აღნიშნული მატჩი კი 2 იანვარს, 15:00 საათზე დაიწყება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 1,286,675 დოლარია. შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ერთეულთა თანრიგში ბასილაშვილი 20,895 დოლარს და 20 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს. ქართულ-ავსტრიული წყვილი კი გამარჯვების შემთხვევაში 11,390 დოლარს და 45 სარეიტინგო ქულას დაიმსახურებს.

0.118974