ფეხბურთი

19:59 | 30.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ფენერბახჩეს" ფეხბურთელმა ქოლგები ყალბი ფულით შეიძინა...

მართლაც რას არ მოისმენს ან წაიკითხავს ადამიანი... სტამბოლის “ფენერბახჩეს” ნახევარმცველმა ერდი შეჰიტმა, რომელიც ამჟამად იჯარის წესით “გენლერბირლიგში” თამაშობს, რომში ორი ქოლგა შეიძინა. ამაში გასაკვირი რა არის, მაგრამ საქმე ისაა, რომ თურქმა იტალიის დედაქალაქში ყალბი ფულით გააკეთა შენაძენი.

როგორც La Reppublica გვამცნობს, შეჰიტმა სენეგალელი გამყიდველისგან ორი ცალი ქოლგა შეიძინა, მაგრამ სანაცვლოდ ყალბი 50 ევრო გადაუხადა. და მაინც, შეჰიტის ტყუილს მოკლე ფეხები აღმოაჩნდა, რადგან გამყიდველმა უმალვე შენინშა, რომ კუპიურა ფალსიფიცირებული გახლდათ.

ვაჭარმა 21 წლის ფეხბურთელი შეაჩერა და აცნობა, რომ მას ყალბი ფული მიაწოდა. თუმცა, შეჰიტმა დანაშაულის აღიარების ნაცვლად, თავი დაიცვა და ყველაფერი გაიკვირვა, ეს უნებლიედ მომივიდა, არც მე ვიცოდიო...

0.116141