“მანჩესტერ იუნაიტედი” ნახევარმცველის ძიებაშია. ინგლისური გუნდი სავარაუდოდ უახლოეს ხანებში მარუან ფელაინისა და მაიკლ ქერიკს დაემშვიდობება, რის გამოც სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა მოუწევს.
Manchester Evening News-ის ინფორმაციით, “წითელი ეშმაკები” მოლაპარაკებებს იტალიური “ნაპოლის” საყრდენ ნახევარმცველ ჟორჟინიოსთან აწარმოებენ. ჯერჯერობით, შესაძლო ტრანსფერის სხვა დეტალები არ ხმაურდება.
მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 26 წლის ჟორჟინიომ “ნაპოლის” რიგებში 18 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.